ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსს დავით ჯაფარიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ 5000 ლარიან გირაოზე დაცვის მხარეს უარი უთხრა.

ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლთან დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.

რურუას შტაბში ამტკიცებენ, რომ მას ნაგანის ტიპის პისტოლეტი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციოში გაასაჩივრებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოსახლეობას საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს
შემდეგი სტატიაშარაშენიძე: თუ ტერაქტი რუსეთმა მოაწყო, ე.ი. ძალიან დასუსტებულია კონტრდაზვერვა