( video) ნიკა რურუა სასულიერო პირთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს

ორგანიზაცია “ივერიის” დამფუძნებელი  ნიკა რურუა სასულიერო პირთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს, რომელმაც დღეს ის ისტორიის დეტალები მოყვა, რომელზეც სასამართლოში რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ისაუბრა.

„მამის სასაფლაოზე აღდგომა დღეს შემხვდა ნაცნობი სასულიერო პირი, რომელმაც მითხრა, რომ რუსთავი2-ის საქმეზე უკვე დაწერილია სცენარი, რომლის გასამართლებლად, რეჟისურის დასამთავრებლად, ეძებდნენ მფარველობამოკლებულ მოსამართლეებს, რადგან მოსამართლეების უმეტესობას არ სურს, ამ საქმეში მონაწილეობა. მან მითხრა, რომ გადამეცა ეს ნიკა გვარამიასთვის. ეს ამბავი მან, ჩემს გარდა, უთხრა კიდევ ორ ადამიანს. თავად მას კი ამის შესახებ უამბო სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა ქალბატონმა, რომელმაც რჩევა სთხოვა მამაოს, რომლის რჩევის შემდეგ აიცილა კიდეც ეს საქმე,“ – აცხადებს ნიკა რურუა, რომელიც ამბობს, რომ ასეთი ინფორმაციის გაჟღერების მიუხედავად, პროკურატურას ის ამ საქმეზე არ დაუკითხავს და არსებული ინფორმაციით არ დაინტერესებულა.

https://youtu.be/oXiWYeULsOA

banner
წინა სტატიაში(video) ეს პროცესები დასრულდება ხელისუფლების ცვლილებით – პაატა დავითაია
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ევროპაში ტერაქტების საფრთხის შესახებ კვლავ აფრთხილებს