ნიკა რურუა: 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესია მიზნად ისახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობას

ვინ აძლევს ბატონ აბაშიძეს ამ დავალებას?–ნიკა რურუა2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესია მიზნად ისახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობას, რაც მან ვერ შეძლო ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მოკავშირეების კოორდინირებული მოქმედების შედეგად.
რუსეთის მიერ ამ აგრესიის შედეგად დამატებით ოკუპირებული ნაწილების დაკანონება შეუძლებელია, რადგანაც თავისუფალი სამყარო საქართველოს ტერიტორიურ მთლიანობას უჭერს მხარს და ეს სულ ასე იქნება ჩვენი მიწების სრულ დეოკუპაციამდე.
დეოკუპაციის დროში მოსაახლოვებლად კი აუცილებელია მოთმინება, სიმტკიცე და პრინციპული პოზიცია ოკუპანტთან მიმართებაში, ისევე როგორც ჩვენს მოკავშირეებთან კავშირების განმტკიცება.
სამწუხაროდ, ამ ორივე კომპონენტში დღევანდელი ხელისუფლება სერიოზულად მოიკოჭლებს: ის ეთითლიბაზება პუტინის რუსეთს და ერთი-მეორის მიყოლებით კარგავს საქართველოს მოკავშირეებს მათი გაუცხოების შედეგად. ეს სრულიად დაუშვებელია, თუ გვსურს, რომ ქვეყნის მთლიანობა იურიდიულადაც, და არა მარტო დე-ფაქტო, არ დადგეს საფრთხის ქვეშ.
საბედნიეროდ, რუსეთმა მთელი მსოფლიოს წინაშეც ჩამოიხსნა ნიღაბი და ის დღეს უკვე მთელი თავისუფალი სამყაროსათვის მთავარ საფრთხედაა მიჩნეული. ამიტომ, აუცილებლად და თან საკმაოდ მალე დადგება დღე, როდესაც გაიხსნება ამ პრობლემის რეალურად მოგვარების ფანჯარა – ოღონდ ამ დროისათვის საქართველოს პრინციპული და პატრიოტი ხელისუფლება უნდა ჰყავდეს – და არა კოლაბორაციონისტი და უპრინციპო, როგორც დღეს
საქართველო იქნება მთლიანი, კეთილდღეობით სავსე და თავისუფალი – ჩვენი გამარჯვების გასაღები ჩვენსავე უარშია, რომელსაც დამარცხებას ვუცხადებთ-აცხადებს ნიკა რურუა.

banner
წინა სტატიაშიბექა ბასილაია: აგვისტოს ომის ერთ-ერთი ეპიცენტრი ფოთში იყო-დიდება გმირებს!
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: არ შეიძლება 8 წლის წინ მომხდარი ეთნიკური წმენდა დაუსჯელი დარჩეს