ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს

ნიკა მელია

„არა, რა თქმა უნდა არ აპირებს ჩამოსვლას“, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტის კითხვას – აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლას.

მისი თქმით, რვა ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ უნდა ჩამოვიდეს და ვინ უნდა გავიდეს ქვეყნიდან.

„რვა ოქტომბერი იქნება მნიშვნელოვანი დღე, სადაც საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს ძალიან ცივი გონებით არჩევანს და ეს არჩევანი გამოადგება ამ ქვეყნის მოსახლეობას. მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ვინ უნდა ჩამოვიდეს და ვინ უნდა გავიდეს ქვეყნიდან“,- განაცხადა მელიამ ზუგდიდში.

მისივე თქმით, სააკაშვილის საარჩევნო პროცესში ჩართულობაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის, რადგან ის საკუთარი ოჯახის წევრს უჭერს მხარს.

banner
წინა სტატიაშინიცშესთან მოპაექრეს ,,ყვარყვარეს,, ავტორი არ ცოდნია…
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: საქართველოში რევოლუციისა და დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ გაბედავს