ნიკა მელიამ გიგა ოთხოზორიას საფლავზე ხელისუფლებას უპრინციპო უწოდა (ვიდეო)

დღეს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. ის 2017 წლის 19 მაისს, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში რამდენიმე გასროლით რუსმა სამხედრომ კანჯი-ოღლიმ მოკლა. აღნიშნულ პირზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.

მკვლელობიდან 2 წლის თავზეც, ოჯახის მოთხოვნა უცვლელია. ისინი ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დასჯას მოითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ არაერთხელ დააყენა დამნაშავის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხი, რუსი სამხედრო ამ დრომდე დაუსჯელია.

მის საფლავთან დღეს ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ, მის ხსოვნას პატივი მიაგო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“წარმომდაგენლებმა. გიგა ოთხოზორიას დედამ მის შვილზე მოძალადეების გადმოცემის სააკითხის დაყენებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ჯულიეტა ჭანტურია მისი შვილის მკვლელის, კანჯიოღლის დაკავებას და ქართული მხარისთვის გადმოცემას ითხოვს.

https://youtu.be/QXbxL6NioBo

banner
წინა სტატიაშისუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიახაიშის თემის მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს