ნიკა მელია: დღეს მერიასთან გაიმართება საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დედაქალაქის მერიასთან აქციას აანონსებს. მისი განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” გამაფრთხილებელ აქციას გამართავს მოთხოვნით – დაუბრუნდეს ბოტანიკურ ბაღს 4 ჰექტარი მიწა და შეწყდეს აუქციონი 29 ჰექტარ მიწაზე, რომლის შეძენასაც ბიძინა ივანიშვილი გეგმავს.

„დღეს, 20:00 საათზე თბილისის მერიასთან გაიმართება საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია. ჩვენ ორი კატეგორიული მოთხოვნა გვაქვს, ერთი მოთხოვნაა 4 ჰექტარი ბოტანიკურ ბაღს დაუბრუნდეს, სადაც უნდა ააშენოს სახლები და სასტუმროები ბიძინა ივანიშვილმა, მეორე 29 ჰექტარი, რომელიც უნდა იყიდოს ბიძინა ივანიშვილმა 3 მაისს. ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ყველა ლეგიტიმურ საშუალებას გამოვიყენებთ, მაქსიმალურად შევავიწროვებთ დედაქალაქის მერს. დედაქალაქის მერს არ აქვს უფლება შედიოდეს და გამოდიოდეს მერიაში, იმიტომ რომ ის ერთადერთი რამითაა დაკავებული, ტელეფონის ხაზით არის შეერთებული ივანიშვილის სახლთან“, – განაცხადა მელიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა რომ, ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მერის დავით ნარმანიას ხელშეწყობით, დედაქალაქის ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული 40 000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი მიისაკუთრა.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა წარმატებულად დამთავრდა
შემდეგი სტატიაირაკლი ლექვინაძე – ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება მოხდა