ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს საჯარო მოხელის, ვასილ ბექაურის დაკავების ფაქტს ოპოზიციაში აფასებენ. ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას თქმით, დაკავებული აღნიშნული თანამდებობაზე მისი კრიმინალური წარსული მიუხედავად, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ნუგზარ მალაღურაძემ დანიშნა.
“ბექაური იყო ორჯერ ნასამართლევი, მათ შორის საბურავების მოპარვაზე იყო ნასამართლევი და მიუხედავად ამისა მაინც გაუწია რეკომენდაცია და ნეპოტიზმით დანიშნა ნაძალადევში და დღეს ასე სამარცხვინოდ დააკავეს. გარდა ამისა დაკავებული ბექაურის შვილი, მალაღურაძემ მოაწყო საკრებულოს იურიდიული სამსახურის თანამშრომლად“ – განაცხადა მელიამ.