ნიკა მელია : თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი მომავალ არჩევნებზე ისევ ნარმანიას წარადგენს

,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერტი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ივანიშვილი შემდეგ არჩევნებზე მერობის კანდიდატად დავით ნარმანიას წარადგენს, რადგან მას სჭირდება სწორედ ისეტი კანდიდატი, რომელსა არ ექნება პოლიტიკური თვითმყოფადობა.

,,მე მჯერა , რომ ივანიშვილის კანდიდატი კვლავ ნარმანია იქნება, მაგრამ საქმე იმაში არ არის ნარმანია იქნება კანდიდატი თუ ივანიშვილი ნარმანიას სხვა კანდიდატით ჩაანაცვლებს, საქმე იმაშია, რომ ივანიშვილი იხელმძღვანელებს მისთვის მთავარი რამდენიმე კრიტერიუმით: კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს პრაქტიკულად ნულოვანი თავისუფლების ხარისხით, რომელიც არ იქნება პოლიტიკურდ თვთმყოფადი, ამ კრიტერიუმებით, როცა ივანიშვილი დაიწყებს კანდიდატის შერჩევის პროცესს ნარმანია თავისუფლად გაივლის ამ ეტაპს და კვალვ მას დაასახელებს ივანიშვილი. ამიტომ, ჩემი აზრით, ბევრი თბილისელის პირველად ამოცანაც იქნება , რომ შემდეგ არჩევნებზე ივანიშვილს თბილის გამოვტაცოთ ტყვეობდან, რადგან მან დაამტკიცა, რომ სჭირდება ისეთი კანდიდატი, რომელიც თვალის დაუხამხამებლად ბოტანიკურ ბაღს და სხვას გადასცემს მას.ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ, თითქმის დარწმუნებული ვარ , რომ ივანიშვილის კანდიდატი კვლავ იქნება ნარმანია.”- განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კახიანი: საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში სავარაუდოდ, სამი-ოთხი ფრაქცია იქნება
შემდეგი სტატიაახალშობილის ცემისთვის დაკავებულ ძიძას გირაო შეეფარდა