ნიკა მელია: „თავისუფალი ზონის” წევრი ბესო კალანდაძე სუს-ის მიერ გადმობირებული ადამიანია

„ბესო კალაძე სუს- ის მიერ გადმობირებული ადამიანი იყო, -ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, „თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბესო კალაძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს „თავისუფალი ზონა” არჩევნების შემდგომი არეულობის მოსაწყობად სჭირდება.

„ძალიან დიდი ორგანიზაციაა „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ ორგანიზაციის სტრუქტურაში ახლაც არ გამოვრიცხავ რომ იყვნენ შემოგზავნილი ადამიანები. როგორც ყავდა კუდ-ს თავის დროზე „ქართულ ოცნებაში“ შეგზავნილი აგენტები, ასევე ყავს სუს-ს შემოგზავნილი „ნაციონალურ მოძრაობაში“,- განაცხადა ნიკა მელიამ ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას.

„თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბესო კალაძემ, თანაგუნდელებთან ერთობლივ პრეკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდგომი არეულობის მოსაწყობად სჭირდება, ამიტომ ემიჯნებიან პარტიას და “თავისუფალ ზონას”

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: “თავისუფალი ზონის” განცხადებას სამართალდამცავების რეაგირება მოჰყვება
შემდეგი სტატიაე.წ. მოდულის შენობაში “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან