ნიკა მელია : პროტესტის შიშით “ქართულმა ოცნებამ” აქცია გადაიფიქრა

პროტესტის შიშით “ქართულმა ოცნებამ” აქცია გადაიფიქრა-ეს განცხადება, “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ნიკა მელია ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გააკეთა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ აქციის ჩატარებას არ გეგმავს. ნიკა მელიას განცხადებთ, ამის მიზეზი საჯარო სექტორში დასაქმებული ამომრჩევლების პროტესტი გახდა, რომლებიც გაფრთხილებული იყვნენ, რომ უნდა მისულიყვნენ ამ აქციაზე.

“საჯარო მოსამსახურეები გაფრთხილებული იყვნენ ყველა სამინისტროში, გამგეობაში, რომ ისინი უნდა გასულიყვნენ აქციაზე, თუმცა მათ შეხვდათ ძალიან დიდი პროტესტი და ამ შიშით “ქართულმა ოცნებამ” გადაიფიქრა. სასაცილოა კვირიკაშვილის განცხადება, როდესაც ის ამბობს – ხელისუფლებაში ვართ და ვის მოვუწყოთ აქციაო,“ – აცხადებს ნიკა მელია.

“ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებთან ერთად, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აქციის გამართვას 2 ოქტომბერს გეგმავს.

banner
წინა სტატიაშივაზიანში ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია„აუდიტორია 115″-მა თსუ-ში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალა