ნიკა მელია: ოპოზიციის მიზანი ივანიშვილის დამარცხებაა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 9, 2018 09:57

ნიკა მელია: ოპოზიციის მიზანი ივანიშვილის დამარცხებაა

„მიხეილ სააკაშვილის გარშემო ეს ხალხი არ გაერთიანებულა,“ – ამის შესახებ განცხადება ნიკა მელიამ გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა.

ენმ-ის ლიდერი განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის კონსულტაციები დიდი ხანია, მიმდინარეობს.

ნიკა მელიას თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ, რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი გაერთიანდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი დაამარცხოს. ამისთვის კი, ის ამბობს, რომ თანახმაა, ყველა პარტიასთან ითანამშრომლოს, მათ შორის ევროპულ საქართველოსთანაც.

„ამ მოძრაობას აქვს უნიკალური შანსი, სახელმწიფოებრიობა გადაარჩინოს. ხალხი არის გადასარჩენი და ხალხს სჭირდება გაერთიანება და სხვა უთანხმოებას მერე გავარკვევთ,“ -განაცხადა ნიკა მელიამ.

ის ამბობს, რომ ივანიშვილმა, ფაქტობრივად, არ დატოვა ქვეყანაში პარტიები.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 9, 2018 09:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,598
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics