ნიკა მელია: კახა კალაძეა არცერთ მსგავს ფაქტს არ გაგიტარებთ

“ახალციხეში, სოფელ ურავლიში, ჩენი პარტიის წარმომადგენელი ბეგლარ კაპანაძე (ამავე სოფელში ჩვენი გამგებლობის კანიდატი) შვილთან და 80 წლის მამასთან ერთად ქართული ოცნების აქტივისტებმა სცემეს.
კაპანაძეების ოჯახს მერიისა და გუბერნიის თანამშრომლებმა გზა 3 მანქანით გადაუკეტეს და რა უქნეს მარცხენა ფოტოზეც ხედავთ.
მარჯვენა ფოტოზე კი მძიმედ ნაცემმა და ძირს დაგდებულმა 23 წლის შვილმა მოახერხა 2 თავდასხმელის გადაღება. ზურგით მდგომი არის ახალციხეში ოცნების დეპუტატი კოპაძის ბიუროს უფროსი. ლურჯ მაისურში კი ამ დეპუტატის მძღოლი.
ოცნებამ მათთვის ვადაზე ადრე დაიწყო ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. მშვენივრად იციან რომ წლევანდელი არჩევნები კოლექტიური ფარცხალაძეებისთვის, კალაძეებისთვის, გოგაშვილებისთვის, ჯეჯელავებისთვის, ჩინჩალაძებისთვის და ა.შ იქნება ყველაზე მძიმე რაც აქამდე ჩაუტარებიათ და შედეგიც აუცილებლად ადექვატური დადგება.


პ.ს. ქართული ოცნება / Georgian Dream Kakha Kaladze კახა კალაძე არცერთ მსგავს ფაქტს არ გაგიტარებთ და + ბოლომდე დავიცავთ ყველა ხმას და არჩევნებში დახარჯული ფულიც უკან მოგრჩებათ”-წერს ნიკა მელია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიუზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგო ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაახალციხეში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო