ნიკა მელია: დროებით ვდებ ზავს ბატონ ნარმანიასთან

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელის, თქმით, “ეს არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი და ამ განახლებულ გუნდთან ერთად დარწმუნებული ვარ, რომ გამოვიყვანთ ქვეყანას მძიმე მდგომარეობიდან”.

ამის შესახებ ნიკა მელიამ გადაცემა ,,არჩევანში” განაცხადა.

“დროებით ვდებ ზავს ბატონ ნარმანიასთან და ჩემს მეგობრებთან ერთად შევდივარ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ბრძოლაში. ბრძოლაში, რომელიც უკავშირდება მოსახლეობის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას. ქვეყანაში იგრძნობა უიმედობა და ასეთ ვითარებაში ეს არის გენერალური ბრძოლა. ეს არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი და ამ განახლებულ გუნდთან ერთად დარწმუნებული ვარ, რომ გამოვიყვანთ ქვეყანას მძიმე მდგომარეობიდან და შევძლებთ ქვეყნის სწრაფ განვითარებას,“ – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი ნაციონალურ მოძრაობის სიას “განახლებისა და გამარჯვების გზავნილად” აფასებს
შემდეგი სტატიაამერიკელმა მასწავლებელმა გოგონას და ჰიტლერის შედარების გამო ბოდიში მოიხადა