ნიკა მელია: ბოკერიას გუნდი წასვლამდე ყველაფერს აფუჭებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, გიგა ბოკერიას გუნდმა პარტიიდან გასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მის გუნდს პარტიის მართვის სადავეებთან ყოფნის შანსი აღარ აქვთ, რადგან 7 ათასი დელეგატი ბოკერიას გუნდზე არჩევანს არ გააკეთებს.

„ისინი, მიუხედავად ამისა, წასვლამდე ყველაფერს აფუჭებენ. სიიდან ამოიღეს პარტიის აქტიური წევრები, გაათავისუფლეს ცენტრალური ოფისის ის თანამშრომლები, რომლებიც მათ მხარს არ უჭერდნენ“, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაშლილა, რაში დასარწმუნებლად, თბილისის ყოფილ მერს, 20 იანვრის ყრილობაზე ეპატიჟება.

„მახსოვს რამდენიმე თვის წინ ივანიშვილი საუბრობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან გაქრა და პარტიამ არჩევნებზე ნახევარი მილიონი ხმა მიიღო. დღეს კი გამოჩნდა უგულავა, რომელიც საუბრობს, რომ პარტია დანგრეულია. მობრძანდეს ბატონი უგულავა 20 იანვარს, პარტიის ყრილობაზე და თავადვე დარწმუნდება, თუ რა ფორმაშია „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნავს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიმაია რჩეულიშვილი საავადმყოფოდან ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს
შემდეგი სტატიატრამპმა მრჩევლად საკუთარი სიძე დანიშნა – დემოკრატები უკმაყოფლო არიან