თავდასხმა ნიკა გვარამიაზე

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას თავს დაესხნენ. მომხდარის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

“დღეს მამა დავასაფლავე და მძიმე ხასიათზე ვარ. მეგობრებმა რესტორან „დაინინგ რუმსში“ წამიყვანეს, ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანეთ. შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს.

პირობას ვდებ, არ მივიღებ არავითარ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. არც მეტი, არც ნაკლები, საფლავის კარამდე ჩავყვები და ვაზღვევინებ ბოლომდე. ცალკე რესტორანი გაწეწავს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. პირობას ვდებ, მათ ფეხქვეშ მიწა დაიწვება“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს დაზვერვა: პუტინი ტრამპს გამარჯვებაში ეხმარებოდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო