ნიკა გვარამია: ვამხელთ და მომავალშიც ვამხელთ ამგვარ ვაჭრუკანა ვითომ სულიერ მამებს

“იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გაბუნია კვლავ გააგრძელებს ღვთის მგმობი განცხადებებით გამოსვლას, ის ანათემას გადაეცემა” – აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა “რეზონანსთან” საუბრისას, ხოლო მეუფე იობის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომ მეუფე იობს შეუძლია, გამოიყენოს მისი მღვდელმთავრული უფლებამოსილება და შეუძლია, ადამიანი როგორც დალოცოს, ასევე დაწყევლოს კიდეც.

მამა მიქაილ ბოტკოველის განცხადებას რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა:

სიძულვილით გამსჭვალული, იმიტომ დაუვარდა ბოლო კვლევების თანახმად ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ნდობა 90%დან 50%ზე, იმიტომ გაუნახევრდა მრევლი და იმიტომ გახდა “მღვდელი” სალანძღავი სიტყვა.

სწორედ ზემოთ თქმული მიზეზით, და კიდევ, სუსთან თანამშრომლობის შედეგად, პირადი პატიმარი დეკანოზი რომ ყავთ, იმ მიზეზით, ვამხელდით, ვამხელთ და მომავალშიც ვამხელთ ამგვარ ვაჭრუკანა ვითომ სულიერ მამებს, რომლებმაც დანგრევის პირას მიიყვანეს ამბროსი ხელაიას და კირიონ საძაგლიშვილის თავგანწირვით მოპოვებული ავტოკეფალური ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. და ანათემით კი არა, ატომური ბომბით დაიმუქროს თუ უნდა – მხილებაც გაგრძელდება და დეკანოზი მამალაძეც დატოვებს საპატიმროს და ყველაფერს მოყვება მათ შავბნელობებზე.

საპატრიარქო უნდა გაიწმინდოს ამ სიბნელის და სიბინძურისგან. ასი ათასობით ქართველ მართლმადიდებელს ჭირდება გონიერი და კეთილი წინამძღოლები, და არა ზიზღით თვალდაბნელებული, რუსეთზე კეთილისმთქმელი და მამონაზე მლოცველი ფულის მონა კარიკატურები”,-წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: ახალი გირგვლიანის პრეცედენტი შექმნეს ხორავას ქუჩაზე აჩეხილი ბავშვების საქმეზე
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ყაჩაღობა ზუგდიდში