ნიკა გვარამია სკანდალურ ბრიფინგს აანონსებს

“კვანძი გაიხსნა – წესიერებით განთქმულმა მოსამართლე ქათამაძემ, ჯერ კიდევ 14 იანვარს შეიტანა პროკურატურაში განცხადება მასზე მიმდინარე ზეწოლასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის უცნობი იყო დღემდე.
გუშინ, სამთავრობო მედია – ბედუკაძის სააგენტო და ტვ იმედი, სუსის დაკვეთით შეეცადნენ მოსამართლის დისკრედიტაციას, თითქოს ეს ქრთამის გამო გააკეთა.
ყველაფერი ნათელია: გილოცავთ, საქართველოს ისტორიაში პირველად გვყავს სისტემის და მთავრობის მამხილებელი მოსამართლე ქათამაძე!
ეს არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა!
დანარჩენი ხვალ 12 საათიან ბრიფინგზე”–წერს ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი  ნიკა გვარამია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ევროპაში
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: “უკრაინული ვიკილიქსი”არა სტაფილო…