ნიკა გვარამია: შსს ჩემს მიერ სუსის პროვოკატორ მთვარისა ნავერიანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს გამოძიება დაუწყია, ჩემს მიერ სუსის პროვოკატორ მთვარისა ნავერიანის ცემის ფაქტზე და მევე მთხოვს ვიდეო ჩანაწერებს.
მე კი მოგცემთ ჩანაწერებს, მარა მოქალაქეს თუ ვცემდი და დანაშაულს ჩავდიოდი, იქვე 200 პოლიციელი რომ იდგა და 20 პატრულის ეკიპაჟი თავის სამხრეებით რას შვრებოდნენ?
და 500ზე მეტი მოწმე და ყველა ტელევიზია? ერთი კადრი მაინც არსებობს “ცემის” ან ერთი მოწმე?
სამხარაულის ექსპერტიზის ცნობაც ქონიათ და მაგ აგენტ-პროვოკატორი ჩემამდე ან მერე თუ “აცემინეთ” ვინმეს, არ ვიცი და ცალკე სამხარაულის ექსპერტიზას რო ნდობა აქვს, მაგაზე მაღალი ამინდიზს პროგნოზს აქვს თქვე უბედურებო.
კერეთ, კერეთ საქმეები. ბოლოს ვინ აღმოჩნდება გისოსებს მიღმა, მაგასაც ვნახავთ. 126-ე მუხლის პირველი ნაწილის კი არა, გაცოფებული სპილოსი არ მეშინია, თქვე უდღეურებო-წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიმომავალი თვიდან მეხანძრეების ხელფასები იზრდება
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე 2012 წელს ენმ-ის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად 20 ათასი ლარის გადარიცხვას განმარტავს