ნიკა გვარამია: სასამართლოს მიმართ ნდობას აღარაფერი ეშველება

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი ინფორმაციით ხვალ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს კომპანიას და ამის აღსრულება უახლოეს პერიოდში მოხდება.

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი ინფორმაციით ხვალ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს კომპანიას და ამის აღსრულება უახლოეს პერიოდში მოხდება. "რუსთავი ორი არის დღეისთვის დემოკრატიის ერთადერთი გარანტი. სამწუხაროდ ვითარება ისე მიდის რომ თავისუფალი მედიის ადგილი ქვეყანაში არ რჩება. შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. მინდა ყველას თანდასწრებით განვაცხადო, შეხვედრის დეტალები. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლო მიანიჭებს რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშს და ასევე სწრაფად მოხდება აღსრულება. მოთხოვნა იყო ჩემს მიმართ, რომ მე გავწეულიყავი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.მოკლედ, მედია და სიტყვის თავისუფლება აუცილებლად გადარჩება და ვერ ჩაიგდებს ხელში მანიაკი ოლიგარქი. მაგრამ სასამართლო ხელისუფლება კი ჩაგვაკდა ხელში ამასობაში. ასეთი სამარცხვინო პროცესი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში არ ყოფილა. სასამართლოს მიმართ ნდობას აღარაფერი ეშველება, სამწუხაროდ–წერს რუსთავი2–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: სრული სამართლებრივი დომხალია, ეს არის ფიქცია
შემდეგი სტატიამძიმე ვითარებაა საგარეჯოსა და სოფელ იორმუღანლოში ასევე შიდა ქართლში