ნიკა გვარამია: რაც რუსთავი 2-ის თავს სახელმწიფოს მხრიდან ხდება, უმძიმესი პოლიტიკური დევნაა

“დეტალურად აღარ გავვრცელდები, მანამდე რა ხდებოდა ჩვენს თავს (ფინანსური ზეწოლა, რეიტინგებით მანიპულაცია, ფარული სათვალთვალო კამერები და სხვა). მოკლედ მთავარზე: პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლებების (ფორმალურის თუ არაფორმალურის) ორკესტრირებული ქმედებების შედეგად, საერთო სასამართლოებმა (პირველი და სააპელაციო ინსტანციები) საერთოდ წაგვართვეს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
პარლამენტის, იუსტიციის მინისტრის და ხელისუფლების შეგდებული დესანტის (ტურავა) ორკესტრირებული ქმედებების შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოც უკვე ორ-ორჯერ იხილავს ჩვენს საქმეებს.
იურიდიული პირი პოლიტიკური პატიმარი ვერ იქნება, მაგრამ ის, რაც რუსთავი 2-ის თავს სახელმწიფოს მხრიდან ხდება, უმძიმესი პოლიტიკური დევნაა, რომელსაც პრეცენდენტი არა აქვს საქართველოს უახლეს ისტორიაში”-წერს ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიკაბელების საქმე : სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ერთ თვეში მიიღებს
შემდეგი სტატიამგლის მიერ დაგლეჯილი ადამიანი სასწრაფოდ საავადმყოფოში მოათავსეს