ნიკა გვარამია: “ქართული ოცნების” დასასრულს ძალიან მაღალი ტემპი აქვს აკრეფილი

“უნდა ვაღიაროთ: “ქართული ოცნების” დასასრულს ძალიან მაღალი ტემპი აქვს აკრეფილი. ეს არაა უბრალოდ კრიზისი, პოლიტიკური ციკლის დაღმართია და დაღმართზე დაწყებულ დაშვებას აღარაფერი შევლის და ვეღარაფერი აჩერებს. გამართლება რო გამართლებაა, თითქოს ლოგიკას მოკლებული და შემთხვევითი გარემოებების წყება, ეგეც აღარ გწყალობთ და არც ეგ შემობრუნდება უკან.
მოკლედ, ტყუილად არ იწვალოთ და მეტნაკლებად ღირსეულ წასვლაზე იფიქრეთ. ერთხელ მაინც იზრუნეთ ქვეყანაზე და ისე ნუ წახვალთ, რომ კიდევ ერთხელ ზიანი მიადგეს ქვეყანას, ნურც ისე, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაგედგომებოდეთ, ნურც ისე, რომ შემდეგ ხელისუფლებას უმძიმესი შეცდომა დააშვებინოთ და თქვენგან ყოველი მეორე დააჭერინოთ.
წასვლით რომ წახვალთ, ამას წყალი აღარ გაუვა, შემდგარი ფაქტია”-წერს რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა