ნიკა გვარამია: მოსამართლე ტურავა ხელისუფლების დესანტია საკონსტიტუციო სასამართლოში

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობას ეხმაურება.

„ჩვენ იმთავითვე ვამბობდით, რომ ეს კანონი რუსთავი 2-ის საქმის გამო არის მიღებული. პირდაპირ მიბმული იყო ჩვენს პროცესზე და ღამე შეიკრიბა პარლამენტი მას მერე, რაც ნახეს, რომ ჩვენი პროცესი ისე არ მიმდინარეობდა როგორც მათ სურდათ. მართალია მერე იმ მოსამართლეებს, რომლებიც იხილავდნენ ჩვენს საქმეს ყველაფერი გააკეთებინეს, რაც შესაძლებელი იყო, მაგრამ დადასტურდა ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით. მაგრამ არაუშავს, მოსამართლე ტურავა, რომ ხელისუფლების დესანტია საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ ეს ვიცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იქ არის კიდევ 8 მოსამართლე და ჯერჯერობით ამ სასამართლომ გაუძლო განსხვავებით საერთო სასამართლოებისგან, ყველანაირ ზეწოლას, რომელსაც ხელისუფლება მასზე ახორციელებს. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ფუნქციონირებს დემოკრატიის დასაცავად ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: მნიშველოვანია, გავაცნობიეროთ, რომ MAP-ის გარეშეც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი
შემდეგი სტატიაპოლიციამ ურეკში “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი დააკავა