ნიკა გვარამია: მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლითობისთვის პროკურატურის მიერ იდევნება

collageტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა „რუსთავი2’-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამიამ ახალ აღმოჩენილი გარემოებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი წევრი ნათია გუჯაბიძე პროკურატურის მხრიდან თაღლითობისთვის იდევნება:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება გახდა ცნობილი რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთი მოსამართლე, ქალბატონი ნათია გუჯაბიძე ჩვენი ინფორმაციით იდევნება თაღლითობისთვის საქართველოს პროკურატურის მიერ. 2014 წელს მას გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან სახსრები იმ მოტივით, რომ განაცხადა, მას არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება, რაც მიღებული პრაქტიკაა.

აღმოჩნდა, რომ მას სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა საკუთარი დედისგან, შესაბამისად იგი ითვისებდა ამ თანხებს უკანონოდ, ეს ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის და იწყო მოკვლევა, მაშინდელმა ხელმძღვანელმა ბატონმა კუბლაშვილმა მოითხოვა საქმის პროკურატურაში გადაცემა, თუმცა ახლადდანიშნულმა საბჭოს წევრებმა ამას მხარი არ დაუჭირეს, ვინდაიდან ქალბატონი გუჯაბიძე ყოველთვის ასოცირდებოდა წულუკიანის გუნდთან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში“არასამთავრობოებმა უნდა განასხვაონ, რომ მათი და ვენეციის კომისიის შეხედულებები განსხვავდება ერთმანეთისგან”
შემდეგი სტატია“რუსთავი 2 წინააღმდეგია მისი საქმე თაღლითობაში შემჩნეულმა მოსამართლემ განიხილოს”