ნიკა გვარამია-“გდრუზეს აგერ თავში ურო”

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი ინფორმაციით ხვალ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს კომპანიას და ამის აღსრულება უახლოეს პერიოდში მოხდება. "რუსთავი ორი არის დღეისთვის დემოკრატიის ერთადერთი გარანტი. სამწუხაროდ ვითარება ისე მიდის რომ თავისუფალი მედიის ადგილი ქვეყანაში არ რჩება. შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. მინდა ყველას თანდასწრებით განვაცხადო, შეხვედრის დეტალები. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლო მიანიჭებს რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშს და ასევე სწრაფად მოხდება აღსრულება. მოთხოვნა იყო ჩემს მიმართ, რომ მე გავწეულიყავი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს მორიგ “ფეის-პოსტს” უძღვნის.

“რა გინდოდა მილიარდერს პოლიტიკაში? იყავი შენთვის მშვიდად და დაბაჩუნობდი შენს მილიარდებში და ფარულ ოფშორებში. შემოხვედი პოლიტიკაში – ყველა და ყველაფერი შენ გიყურებს, გსწავლობს, გაკვირდება. ხოდა, გდრუზეს აგერ თავში ურო. დღეს ყველა შენზე და შენს უკანონო ოფშორულ სქემებზე ლაპარაკობს მსოფლიოში და ისე მიდის საქმე, ბიზნესი კი არა, შეიძლება ხელიც არ ჩამოგართვან მალე, ან, ფუი ეშმაკს და, აღარ შეგიშვან იქ სადაც შესვლა გინდა და ყველაზე უარესი, შენ ფულს, ბიზნესებს და ანგარიშებს გაყინვა დაემუქროს.
აბა, ბიძინა ივანიშვილი • Bidzina Ivanishvili, შენი ქართული ოცნება დროის უკან დაბრუნება (ასე, 2011ში) ხომ არ არის, დაწყევლილ პოლიტიკაში რომ შემოდგი ფეხი პირველად?

ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაში“ინვესტირების მხრივ, მთავარი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ტრანსპორტი”
შემდეგი სტატია,,წინა წელთან შედარებით, მარტში ტურიზმმა საქართველოს 38 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა”