ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.

ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში მისვლას ადვოკატთან ერთად, 18:00 საათზე გეგმავს.

მოწმის სტატუსით მისი დაბარება ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის შესახებ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი დღეს, 15:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

ახვლედიანსა და გვარამიას შორის საუბრის ფარული ჩანაწერი 3 ოქტომბერს გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზის სკანდალური დაკავება – საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„თვითონ ჩადო თუ ვიღაცამ ჩაუდო? აქ უამრავი კითხვა ჩნდება“ – მეუფე იოანე