ნიკა გვარამია დროებითი მმართველების შეთავაზებას პასუხობს

“რუსთავი 2”-ის უფლებამოსილება შეჩერებული გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დამფუძნებლების მხრიდან კომპანიის დროებით მმართველად მისი კანდიდატურის წარდგენას არ მიესალმება.

როგორც ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა მა არ აქვს ინფორმაცია რა პოზიცია აქვთ აღნიშნულ შეთავაზებაზე ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, თუმცა მიიჩნევს, რომ თუ ასეთი სახის შეთანხმება შედგა, უმჯობესი იქნება თუკი დამფუძნებლები დრობით მმართველად მას არ დაასახელებენ.

“ჯერ დამფუძნებლებთან კომუნიკაცია არ მქონია. ალბათ ისინი ხვალ გაავრცელებენ თავის პოზიციას. ჩემი პერსონის გამო არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეიკავონ ამისგან თავი. მიმაჩნია, რომ ჩემი წარდგენა რომ იყოს შესაძლებელი თეორიულად, ამ ვითარებაში არ იქნებოდა სწორი. თუ მაინცადამინც ჩემზე გადის ეს წინააღმდეგობის ხაზი, გაცილებით დიდი სიკეთე იქნება კომპანია გადარჩეს და ეთერი შეინარჩუნოს. მე შეჩერებული მაქვს უფლებამოსილება და როგორც კი ეს განჩინება გაუქმდება მე აღმიდგება უფლებამოსილება, მაგრამ თუ მაინც მოხდა ასეთი შეთანხმება, არალეგიტიმურ პირებთან რა თქმა უნდა, ნებსიმიერ პირზე შეთანხმდნენ, მე განხმიხილავენ თუ არა ეს მეორეხარისხოვანია და მგონია, რომ პირიქით, არც უნდა განხიმიხილონ”, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის დროებითი მმართველები რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი, ტელეკომპანიაში შესვლას იმ დრომდე არ აპირებენ, სანამ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება გასაჩივრების ყველა ეტაპს არ გაივლის. ისინი ასევე ტელევიზიის ამჟამინდელ მფლობელებს ძმებ ყარამინიშვილებს სთავაზობენ ტელეკომპანიის დროებით მმართველად საკუთარი კანდიდატურა დაასახელონ.

“ვინაიდან, ამ ეტაპზე, „რუსთავი 2“–ის გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება, მზად ვართ გავიზიაროთ მოქმედი პარტნიორების, კერძოდ, ყარამანიშვილების სურვილი და მათ მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ კანდიდატს დაუყოვნებლივ მივანიჭოთ სრული უფლებამოსილება ტელეკომპანიის მართვის საკითხებში.

შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ყარამანიშვილების კანდიდატურას, რომ არ შეიქმნას ტელეკომპანიის საქმიანობაში სამართლებრივი ვაკუუმი და შესაბამისად, ტელეკომპანიას არ შეექმნას გარკვეული პრობლემები საქმიანობაში”, – ნათქვამია რევაზ საყევარიშვილისა და დავით დვალის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე”-რას იზამდა წულუკიანი ურთმელიძის ადგილზე?!
შემდეგი სტატია,,დავა გადაწყდება ყარამანიშვილების სასიკეთოდ, მანამდე მნიშვნელოვანია სარედაქციო პოლიტიკის და ეთერის შენარჩუნება”