ნიკა გვარამია: ჩვენ მზად ვიყავით, ფინანსური გარანტიები მიგვეცა მამუკა ახვლედიანისთვის

ჩვენ მზად ვიყავით, ინფორმაციის სანაცვლოდ ფინანსური და პირადი გარანტიები მიგვეცა მამუკა ახვლედიანისთვის, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტომა, ნიკა გვრამიამ დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

„დღეს გავრცელებულ საუბარს კიდევ აქვს გაგრძელება, სადაც კიდევ უფრო კონკრეტდება ყველაფერი. როდესაც მედია მიდის ე.წ. ვისელბლოუერთან, რომელიც ამბობს, რომ აქვს სიტემური დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები, უნდა განცხადება გააკეთოს დ მედიისგან ითხოვს ხელშეუხებლობის, ფინანსურ გარანტიებს, ბუნებრივია, რომ მედია ამაზე წამსვლელია. ჩვენც მზად ვიყავით, იმ ივითარებაში, მით უმეტეს, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო, ფინანსური და პირადი უსაფრთხოების გარანტიები მიგვეცა არა მხოლოდ მისთვის. ბევრი ადამიანი იყო ასეთი, რომელმაც ასეთი ტიპის გარანტიები მიიღო. მათ შორის, ისინი, ვინც ის ინფორმაციები გაამჟღავნა „რუსთავი“ 2-ში, რომელიც თქვენ მოსმენილი გაქვთ მთელი ამ წლების განმავლობაში“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიკიევი მოსკოვში დაკავებული უკრაინელი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაპაპი ფრანცისკე: საქართველო ჩემთვის აღმოჩენა იყო, მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი – პატრიარქი