ნიკა გვარამია : ჩემს საყვარელ პოლიტიკოსს შალვა ნათელაშვილსაც ვესაუბრები

“შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიტი, ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალანსებული ეთერი. მე სააკაშვილსაც, ბურჭულაძესაც, ალასანიასაც, ჩემს საყვარელ პოლიტიკოსს შალვა ნათელაშვილსაც ვესაუბრები, – განაცხადა ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, მედიის და პარტიების დამოუკიდებკლობასთან ამას არანაირ კავშირში არ აქვს.

„ჩვენ ვართ მედია, რომელიც წინასაარჩევნო რეჟიმში ვთანამშრომლობთ პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის სახელისუფლებო პარტიასთან გვაქვს კომუნიკაცია, უბრალოდ მე პირადად არ მაქვს ეს კომუნიკაცია, იმიტომ რომ არავინ ღირებული იქ არ არის ვისაც მე დაველაპარაკებოდი და არავისთან იქ არ ვმეგობრობ. რაც შეეხება ბურჭულაძეს, მასთან მეგობრული და დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ჩვენთვის როგორც მედიისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიური ხაზი, რამდენად თანხვედრაშია ეს ხაზი ჩვენს სარედაქციო პოლიტიკასთან“,-განაცხადა გვარამიამ, რომელმაც ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბრის ფარულად ჩაწერაში ხელისუფლება დაადანაშაულა”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიგოდერძი თევზაძის მეუღლე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს
შემდეგი სტატია(Video)ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ენგურის ხიდზე აფხაზეთის რაიონების კოორდინატორები წარადგინა