“ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც ამართლებდა ჟურნალისტების დარბევას, ცემას, ტყვიის სროლას”

დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც ჟურნალისტების დარბევას, ცემას, ტყვიის სროლას და ხელკეტებით ცემას ამართლებდა.

მინისტრი აცახდებს, რომ მისთვის, როგორც ყოფილი სახალხო დამცველისთვის, გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებები სარწმუნო არაა.

„პირველი, რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეს, ესაა ის, როცა ყოფილი და დღევანდელი მფლობელები კამათობენ თავისუფალ სასამართლოში წილების გადასანაწილებლად. ეს არაა ხელისუფლების საქმე და ამაში ვერ ჩაერევა.

მეორე, როდესაც ვსაუბრობთ და მაფასებინებთ ნიკა გვარმიას რომელიმე განცხადებას, ეს არის ადამიანი, რომელიც ამართლებდა “იმედში” პოლიციის, სპეცრაზმების შეჭრას, ჟურნალისტების დარბევას, ცემას, ტყვიის სროლას, ხელკეტებით ცემას, ამართლებდა იმას, რომ პატარკაციშვილების ოჯახს წაართვეს „იმედი“ და გადასცეს ჯოზეფ ქეის. ამ ადამიანისგან რაიმე ტიპის განცხადებას მე ვერ მივიღებ სარწმუნო წყაროდ.

თუ გამოძიება ჩათვლის რაიმე ტიპის სარწმუნო წყაროდ ამ ადამიანის განცხადებას, შეუძლიათ დაიწყონ გამოძიება. ესაა ადამიანი, რომელმაც აბსოლუტურად ფალსიფიცირებული დოკუმენტური ფილმებით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი პატარკაციშვილზე, “რუსთავი 2″-ზე, ასევე ისეთი არადემოკრატიული განცხადებებით, რომელსაც აკეთებდა, მაგალითად არასრულწლოვან ზერეკიძესთან და მის დამნაშავეობასთან მიმართებაში. ასეთი ადამიანის განცხადებები ჩემთვის, როგოც ყოფილი სახალხო დამცველისთვის, ვერ იქნება დამაჯერებლობასთან ახლოს, მაგრამ თუ გამოძიება ჩათვლის, რომ რაიმე საფუძველი აქვს, დოკუმენტი არსებობს, ცხადია გამოძიება მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც კანონთან შესაბამისობაში ჩათვლის”, – განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აქვს მტკიცებულებები, რაც ამტკიცებს, რომ მოსამართლეთა კოლეგიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა და განაჩენი იუსტიციის სამინისტროში უკვე დაწერილია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადია
შემდეგი სტატია“რუსთავი 2″ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომ სხვადასხვა ხმა, მოსაზრება იყოს გაჟღერებული”