ნიგურიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამნისტირებული ყოფილი პატიმარია

მესტიაში მოკლული საკრებულოს წევრის მკვლელობისთვის დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია, ,,თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით ეჭვმიტანილი 2013 წელს გამოცხადებული ამნისტიის ფარგლებში არის გათავისუფლებული. 

,,თაიმერის“ ინფორმაციით დაკავებული გარდაცვლილის ბიძაშვილია, ხოლო მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, სადავო მიწის ნაკვეთია. ახლობლები აცხადებენ რომ  კამათი უმნიშვნელო საკითხზე დაიწყო და სავარაუდოდ, აფექტის ნიადაგზე განხორციელდა.

შეგახსენებთ  მესტიის  საკრებულოს წევრის ”ნაციონალური მოძრაობიდან”, ლომურ ნიგურიანის მკვლელობის ფაქტი ,,თაიმერმა“ გუშინ ექსკლუზიურად გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიპანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს ოპერაცია უტარდება
შემდეგი სტატიარა მოხდა სოფელ ქისტაურში