ნიცაში ტერორისტული აქტის დროს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ფრანგული მხარე ადასტურებს

დღეს ფრანგულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა მიმდინარე წლის 14 ივლისს ქ. ნიცაში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქის (ეკმალიანი რომანი, დაბ. 1960წ.) არსებობის შესახებ ინფორმაცია. (რომან ეკმალიანი ბოლო წლების განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა)

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სამწუხარო ფაქტის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ უკვე ინფორმირებულია გარდაცვლილის ოჯახი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკას ეწვია
შემდეგი სტატია“ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა “ლაგუნა-ვერესთან” აქცია გამართეს