ნიცას ტერაქტისას ქალმა სანაპიროზე იმშობიარა

ნიცას ტერაქტისას ქალმა სანაპიროზე იმშობიარა

3საფრანგეთში, ნიცას ტერაქტისას, რომელიც ინგლისურ სანაპიროზე მოხდა, ქალმა სანაპიროზე იმშობიარა – BFM TV ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალი ორსულობის მეცხრე თვეში იყო. მიმდინარე საშინელების განცდილი შიშის გამო, მას ჭინთვები დაეწყო. რესტორანის თანამშრომლებმა, რომელიც სანაპიროზე მდებარეობს, ქალი სამზარეულოში გადაიყვანეს და უცხო თვალს მოარიდეს.
რესტორნის მმართველის ვაჟის თქმით, ხალხი მაცივრებშიც კი იმალებოდა. ექიმმა მშობიარობა პირდაპირ იატაკზე მიიღო, რამდენიმე ხნის შემდეგ ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს ჩვილთან ერთად.

ნიცას ტერაქტი 31 წლის წარმოშობით ტუნისელმა, საფრანგეთის მოქალაქემ მოაწყო. მან სატვირთო მანქანით გადაუარა სანაპიროზე მყოფ ხალხს.
დღეს მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

banner
წინა სტატიაშიგიულენი არ გამორიცხავს, რომ გადატრიალება დადგმული იყოს
შემდეგი სტატიათურქეთი მომხდარის შემდეგ სიკვდილით დასჯის აღდგენაზე ფიქრობს