ნიცას ტერაქტის შემდეგ Le Figaro-მ “ისლამური სახელმწიფოს” ინსტრუქციები გაიხსენა

ტერაქტი, რომელიც დღეს დილით ადრე ნიცაში მოხდა, “ისლამური სახელმწიფოს” ინსტრუქციას გავს, რომელიც 2014 წლის სექტემბერში გაავრცელეს – Le Figaro წერს.
მაშინ ტერორისტი აბუ მუჰამედ ალ-ადნანი, რომელიც დაჯგუფების პრეს-მდივნის ფუნქციას ასრულებდა, “ისლამური სახელმწიფოს” მოუწოდებდა, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოეყენებინათ ურწმუნოების დასახოცად.
“თუკი თქვენ არ შეგიძლიათ ბომბის აფეთქება, ან სროლა, დამოუკიდებლად გამოძვერით სიტუაციიდან” – ამბობდა ექსტრემისტი და ამატებდა: “ფანგულ ან ამერიკულ აფეთქებებს შესაძლებელია, კერძოდ, დაემატოს ავტომანქანებით ხალხის გატანა ან დანით აკუწვა”.
ის ასევე ხაზს უსვამდა, რომ მნიშვნელობა არ ქონდა, ვინ იყო მათი მსხვერპლი – სამოქალაქო პირი თუ სამხედრო, “ისინი, ორივე მტერია, მათი სისხლი ფართოვდება” – მოუწოდებდა ტერორისტი.
Le Figaro ასევე იხსენებს იმას, რომ 2015 წელს დანით შეიარაღებული მამაკაცი სამ ფრანგ ჯარისკაცს დაესხა თავს, რომლებიც ნიცაში პატრულირებდნენ. თავდამსხმელი მუსა კულიბალი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ადრე, სატვირთოს მძღოლმა, ნიცაში საზეიმოდ შეკრებილ ხალხს გადაუარა. უკანასკნელი მონაცემებით, დაღუპულია 84 ადამიანი. 18 მძიმე მდგომარეობაშია.
მედიის ცნობით, საჭეს მართავდა ადგილობრივი მცხოვრები, ტუნისური წარმოშობის. მამაკაცი ადრე ნასამართლევი იყო ხულიგნობისა და ქურდობისათვის, მიუხედავად ამის, საფრანგეთის სპეცსამსახურები მას არ იცნობდნენ.
ქვეყნის პრეზიდენტმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

banner
წინა სტატიაში(+995) 577 98 40 20 – საგარეო საქმეთა სამინისტროში ცხელი ხაზი მოქმედებს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის შს მინისტრი: ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ ტერორისტებთან