ნიცას მძღოლი-მკვლელის ბიძა მის ტუნისში დასაფლავების წინააღმდეგია

სატვირთოს მძღოლის ბიძის განცხადებით, მისი ძმისშვილი, რომლემაც ნიცაში სატვირთოთი 84 ადამიანი მოკლა და ათობით დააზიანა, ორი კვირის წინ გახდა “ისლამური სახელმწიფოს” მიმდევარი – მისი თქმთ, გადამბირებელი აგენტი ალჟირელი იყო – Associated Press-ი წერს.
სადოკ ბულელმა, სააგენტოს აცნობა, რომ გადამბირებლის შესახებ თვითონ ძმიშვილისგან იცის.

ტერორისტის ბიძამ თქვა, რომ 31 წლის მოჰამედი ალჟირელისთვის “ადვილი მსხვერპლი” იყო – ის ცოლისგან და სამი შვილისგან ცალკე ცხოვრობდა, ამასთანავე, ახალგაზრდა მამაკაცი არასდროს ყოფილა რელიგიური, “ის არ ლოცულობდა, არ დადიოდა მეჩეთში, ჭამდა ღორის ხორცს” – ამბობს დამნაშავის 69 წლის ნათესავი. ის თვლის, რომ მისი ძმისშვილი ტუნისში, მშობლიურ ქალაქ მასაკენში არ უნდა დაასაფლავონ, რადგანაც მან ქალაქი და ქვეყანა შეარცხვინა.

შეგახსენებთ, რომ ნიცას ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, თუმცა, საფრანგეთის მთავრობის თქმით, ინფორმაცია დაუდასტურებელია.
ნიცას ტერაქტი 14 ივლისს, ინგლისურ სანაპიროზე მოხდა.

banner
წინა სტატიაში„ფოთისა და ანაკლიის საზღვაო ზოლის სიახლოვეს რუსული სამხედრო ხომალდი უკანონოდ შემოვიდა”
შემდეგი სტატიამაგდა მაღრაძე ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” კონფერენციას აფასებს