NGO-ები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას შეფასებით დოკუმენტს გადაუგზავნიან

სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებულ შეფასებებს ვენეციის კომისიას უახლოეს დღეებში გადაუგზავნის. არასამთავრობო ორგანიზაციის მომზადებულ დოკუმენტში შეფასებულია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა და გამოყოფილია ის მუხლები, რომელიც არასამთავრობო სექტორისთვის მიუღებელია, მათ შორის არის პრეზიდენტის არჩევის წესი და კონსიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შეტანა.
„ეს პირველ რიგში შეეხება საარჩევნო სისტემას და ამას თან ერთად, ჩვენთვის პრინციპული საკითხია პრეზიდენტის არჩევის წესი, ასევე არის ქორწინების საკითხი და მისი განსაზღვრა კონსტიტუციაში,“ – განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

ვენეციის კომისიას გადაეგზავნება ცვლილებებთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებული ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ დაიწუნა.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა ქარმა სოფელ ჭარნალში შაინიძეების სახლი დაანგრია
შემდეგი სტატიაქართული წარმოების მილებს ამერიკის ბაზარზე გაყიდიან