ნეთანიახუმ ჯარისკაცის შეწყალებაზე მოწოდება გააკეთა, რომელმაც დაჭრილი პალესტინელი მოკლა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიახუმ ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდა შეიწყალოს 19 წლის ჯარისკაცი ელიორ აზარია, რომელიც დაჭრილი პალესტინელი ჯარისკაცის მკვლელობაშია ბრალდებული.

თელ-ავივის სამხედრო სასამართლომ გუშინ, 4 იანვარს დამნაშავედ ცნო ელიორ აზარია, რომელმაც დაჭრილი პალესტინელი ტერორისტი მოკლა. გასროლის მომენტისთვის პალესტინელი, რომელიც ებრაელი ჯარისკაცების თავდასხმაში მონაწილეობდა, რომლის შემეგადაც ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა, განიარაღებული იყო და მიწაზე იწვა. ინციდენტის ვიდეო გადაიღეს, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.

სასამართლოს აზრით, აზარია მკვლელობაშია დამნაშავე. სასჯელის ვადა მას ერთი თვის მანძილზე დაუდგინდება. ჯარისკაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამასთანავე, თელ-ავივში აქციები იმართება, სადაც აზარიას დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვენ. პოლიციამ გუშინ ორი დემონსტრანტი დააკავა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) პარტიაში არსებული მცირე ჯგუფი ცდილობს ყრილობის საბოტაჟს, რაც განწირულია-მელია
შემდეგი სტატიალონდონში ცხენი ავტობუსში შესვლას ცდილობდა