ნეთანიახუ ირანს ატომური იარაღის პროექტზე მუშაობაზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიახუმ განაცხადა, რომ ისრაელის სპეცსამსახურების განკარგულებაშია “ნახევარი ტონა მასალა”, მათ შორის 55 ათასი დოკუმენტი და 183 CD-დისკი ირანის “ატომური არქივიდან”. ყველა მათგანი ადასტურებს იმას, რომ ირანი “უსირცხვილოდ ტყუოდა” იმაზე, რომ მას ატომური ამბიცია არ ჰქონდა ექვს საერთაშორისო შუამავალ-ქვეყანასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე – ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის გამოსვლა, ჟურნალისტებისადმი მიმართვა ინგლისურ ენაზე ორშაბათს, 30 აპრილს ისრაელის ყველა წამყვანი მედიის პირდაპირ ეთერში გადიოდა – “დოიჩე ველე” წერს. ნეთანიახუს ვერსიით, თეირანი ატომურ შეიარაღებას გასაიდუმლოებული “პროექტი ადამის” ფარგლებში აწარმოებდა. პრემიერმა მზაობა გამთქვა შესაბამისი დოკუმენტები გადასცეს ატომური ენერგიის შესახებ საერთაშორისო სააგენტოს. მისი თქმით, ისრაელის სპეცსამსახურებმა ინფორმაცია უკვე გაუზიარეს თავიანთ ამერიკელ კოლეგებს.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში მომხდარ ტერაქტს ათამდე ჟურნალისტი შეეწირა
შემდეგი სტატიაისრაელმა ირანს განაჩენი გამოუტანა