ნეთანიაჰუმ პან გი მუნს ტერორიზმის მხარდაჭერაში დასდო ბრალი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს ტერორიზმის გამართლებასა და მხარდაჭერაში დასდო ბრალი – ამის შესახებ “დეილი მაილი” წერს.
ბრალდების მიზეზი გახდა გენერალური მდივნის სიტყვები. მუნმა განაცხადა, რომ პალესტინელები ებრაელებს ეწინააღმდეგებიან იმიტომ, რომ დაჩაგრული ხალხის თვისებაა მჩაგვრელებს წინააღმდეგობა გაუწიოს.
“პალესტინელების უკმაყოფილება მოდის მსოფლიოს მშვიდობიანი პროცესის პარალიზებიდან და მათი ნახევარსაუკუნოვანი ოკუპაციიდან” – თქვა პან გი მუნმა.
“გენერალური მდივნის კომენტარი ტერორიზმის გამართლებაა. ტერორიზმს არ შეიძლება გამართლება ჰონდეს” – განაცხადა ნეტანიაჰუმ პან გი მუნის სიტყვების კომენტირებისას.

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოს სანატორიუმში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
შემდეგი სტატიამოსკოველებს მერიამ სთხოვა სახლებიდან არ გავიდნენ