„ნელ-ნელა გამოიკვეთა კონტურები, საითკენაც მიყავთ ეს ყველაფერი” – ნიკა გვარამია ფარული თვალთვალის ახალ ფაქტებზე საუბრობს

ფარული თვალთვალის ახალ ფაქტებზე საუბრობს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამია ამის შესახებ facebook-ის გვერდზე წერს. ის დამატებითი განმარტებების გაკეთებას გეგმავს.

„ნელ-ნელა გამოიკვეთა კონტურები, საითკენაც მიყავთ ეს ყველაფერი. ვიხსენე, ვიხსენე და გავიხსენე – არ არის სატელეფონო საუბარი. მთავარია დადონ რამე, სადაც ჩემი ხმა ისმის და უკვე შინაარს აღარც უსმენენ. ამას ქვია ფარული ჩანაწერებით თვითდაზიანება. მე რომ პირადი ცხოვრება აღარ მაქვს ამ ქვეყანაში, ეგ უკვე არ არის ახალი,“ – წერს ნიკა გვარამია.

რამდენიმე საათის წინ youtube-ზე სავარაუდოდ, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი ტავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა. დაახლოებით 2 კვირის წინ ასევე სოციალური ქსელით გავრცელდა ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის ფარული სატელეფონო ჩანაწერი.

banner
წინა სტატიაშიშალვა რამიშვილმა დაანონსებული “სენსაციური ინფორმაცია” გაასაჯაროვა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს