ნეიროქირურგებმა მაკლს ჯექსონის “შეუძლებელი ილეთი” ახსნეს

ინდოელმა ნეიროქირურგებმა მაიკლ ჯექსონის ცნობილი ილეთი შეისწავლეს კლიპიდან “Smooth Criminal”. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საშუალოსტატისტიკურ მოცეკვავეს ხერხემლის დაუზიანებლად ამ ილეთის განმეორება არ შეუძლია.
გადაღებებზე “მიზიდულობის კანონის დარღვევით” ჯექსონი თავის ილეთში 45 გრადუსით იხრება აბსოლუტურად სწორი ზურგით, ამასთანავე, საყრდენად, მხოლოდ ტერფის სახსრებს იყენებს.
კლიპის გადაღებაზე მას თოკით ამაგრებდნენ. კონცერტებზე ის თავის ილეთს იმეორებდა, მაგრამ უკვე სპეციალურ ბათინკებში. ფეხსაცმლის ქუსლებში, რომელიც მომღერლის სახელზე დაპატენტებულია 1993 წელს, სპეციალური სამკუთხედი ჭრილი იყო დატანებული, სადაც სპეციალური მეტალის სამაგრი იყო დაყენებული.

სტატიაში, “როგორი გამოწვევა გაუგზავნა მაიკლ ჯექსონმა ჩვენი ხერხემლის ბიომექანიკას”, რომელიც 22 მაისს ჟურნალმა Journal of Neurosurgery-მ გამოაქვეყნა, სწავლულები მიდიან დასკვნამდე, რომ მიუხედავად სპციალური ბათინკებისა, ჩვეულებრივ ადამიანს ჯექსონის ილეთის განმეორება არ შეუძლია.
“სპეციალური ფეხსაცმლის დროსაც კი მსგავსი მოძრაობების შესრულება ძალიან რთულია, რადგანაც, ამისათვის საჭიროა ქვედა კიდურების პოსტურალური კუნთები, ასევე, ხერხემლის კუნთები ძალიან ძლიერი იყოს” – მეცნიერები ამბობენ.
ამ პოზაში დგომა შესაძლებელია სულ რამდენიმე წამით, ამ პოზიდან ვარდნა კი ხერხელლის გადატეხვას გამოიწვევს – ამბობენ სპეციალისტები. მათი თქმით, პოპ მუსიკის მეფის საცეკვაო მოძრაობამ ტრავმატოლოგებს ახალი კვლევებისკენ უბიძგეს.

 

banner
წინა სტატიაშიჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას, მმართველობასა და მიღწეულ შედეგებს
შემდეგი სტატიატიბეტელი, რომელმაც საკუთარი ენის სწავლა მოინდომა, სეპარატიზმის ბრალდებით დააპატიმრეს