„ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ვიტყვი, შესაძლოა შემდეგ ბევრი სპეკულაციის საგანი გახდეს“

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ ლევან მურუსიძის დანიშვნა-არდანიშვნასთან დაკავშირებით, პოზიციის გამოხატვის უფლება არ აქვს.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, შესაძლოა, მისი სიტყვები ბევრმა სპეკულაციის საგნად აქციოს.

„მე ვარ დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და როგორი გულითაც არ უნდა მინდოდეს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, ვერ გავაკეთებ. ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ვიტყვი, შესაძლოა შემდეგ ბევრი სპეკულაციის საგანი გახდეს, რომ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ვერევი. ერთადერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ – დღევანდელი დღე და ირინა ენუქიძე უნდა გვახსოვდეს მუდამ, როცა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიმოგვეცით საშუალება ლუკმა-პურის ფული ვიშოვოთ – გარემოვაჭრეები თბილისის ნაძვის ხესთან ვაჭრობის უფლებას ითხოვენ
შემდეგი სტატია“გვაქვს მტკიცებულებები, რომ თავდაცვის სამინისტროს შენაძენი, გადახდილი თანხის ექვივალენტური არ იყო”