“ნებისმიერ ცვლილებას ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, რომელიც ბიუროკრატიულ ხარჯებს შეამცირებს” – ირაკლი აბესაძე

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თუ აღნიშნული პაკეტი ბიუროკრატიულ ხარჯებს შეამცირებს მას ოპოზიციის მხარდაჭერა აუცილებლად ექნება.

,,იმ წარმოდგენილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე მეტად განსაკუთრებით საინტერესოა თუ რა ფინანსური ეფექტი ექნება ამ ყველაფერს და რამდენად დაიზოგება საბიუჯეტო თანხები. პირველ რიგში, ის ბიუროკრატიული ხარჯები, რომელიც წლების განმავლობაში უთავბოლოდ იზრდებოდა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში და რომელიც ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზია სწორედ ლარის გაუფასურების და ჩვენი ეკონომიკური განვითარების შეფერხების. გამოთავისუფლებული თანხები უნდა მოხმარდეს პენსიის ზრდას და ეკონომიკური განვითარების მასტიმულირებელ სხვადასხვა პროგრამებს.’’- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაში“სამთავრობო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით ბევრი კითხვები არსებობს” – სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატიაგაჩეჩილაძის მოსაზრებით გარემოს დაცვის სამინისტრო დამოუკიდებელ სტრუქტურად უნდა დარჩეს