რომან გოცირიძე: ეროვნულმა ბანკმა არ უნდა დაემლოს ხლხს და კრიზისულ ვითარებაში უნდა მიაწოდოს ობიექტური ინორმაცია

gociridze

gociridze“სწორი აღმოჩნდა ჩვენი ვარაუდი, როცა ვამბობდით, რომ ლარის გუფასურების ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ტურიზმში და ექსპორტში ვითარების გაუარესებში უნდა ვეძებოთ”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე რომან გაცირიძე.

ვიზიტორები ივნისში მხოლოდ 4 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგირ პერიოდთან შედარებით. ნახევარი წლის ზრდა 12,9 პოცენტია( აქედან ტურისტების 18,1 პროცენტი), მაშინ როცა ხუთი თვის მონაცემებით ტურისტების მიხედვით ზრდა 24,3 პროცენტი იყო. ექსპორტის სტატისტიკა ათ დღეში გამოქვეყნდება და როგორც ჩანს, უკეთესობისაკენ არ იქნება შეცვლილი.
გარდა ამისა, სხვა მიზეზები შემდეგია:
-მთავრობამ 290 მილიონი ლარი დახარჯა ძველი ნაშთებიდან, რადგან ვერ შეასრულა ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა. ამის მიზეზი იყო საგარეო დაფინასების ნაწილის მიუღებლობა, რაც ვალდებულებების შეუსრულებლობით იყო გამოწვეული. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ამცირებს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებებს.
-ეროვნული ბანკის შეცდომები მონეტარული პოლიტიკის ნაადრევი შერბილების სახით.
-ქვეყნიდან კაპიტალის გატანის ზრდა დაგეგმილ მოცულობაზე( კრედიტები) მეტი ოდრნობით. ეს უკანასკნელი გამოწვეულია სუსტი ეკონომიკური ზრდის (2,9 პროცენტი ექვს თვეში) და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის დაკარგვის გამო.
-როგორც ჩანს ( სტატისტიკა გვიან იქნება), შემცირდა უცხოური ინვესტიციების ზრის ტემპი. პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ზრდა ალბათ უფრო მტერილური ფორმით ხდებოდა (შაჰდენიზ 2-ისათვის მოწყობილობების შემოტნა), ვიდრე ფინანსური.
-საზღვარგარეთ დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების მიერ განხორციელებულ გადმორიცხვებში არსებითი ცვლილება არ მომხდარა.
-როგორც ჩანს, იმატა იმპორტმა( სტატისტიკა მალე იქნება).
ლარის სტაბილურობის მთავრ საფრთხეს დროში გადავადებული საბიუჯეტო ხარჯვა წარმოადგენს. წლის მეორე ნახევარში თითქმის 800 მილიონი ლარით მეტი უნდა დიხარჯოს, ვიდრე პირველ 6 თვეში.
300 მილიონი ლარის ოდენობის სეკვესტრი კარგი ნაბიჯი იქნებოდა ვითარების დასამშვიდებლად.
თავის მხრივ, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააუქმოს უცხოური ვალუტაში დარეზერვების ოცპროცენტიანი ნორმა და დაუბუნოს ძველ ნიშნულს.
ნდობადაკარგულმა მთავრობამ ამოწურა ე.წ. სიტყვიერი ინტერვენციის რესურსი. ყოველი მისი პოგნოზი უკუღმა ვითარდება, ამიტომ უკეთესია გაჩუმდეს. ეროვნულმა ბანკმა-პირიქით. არ უნდა დაემლოს ხლხს და კრიზისულ ვითარებაში უნდა მიაწოდოს ობიექტური ინორმაცია.

რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძის საქმეზე განაჩენს მოსამართლე 6-ივლისს გამოაცხადებს
შემდეგი სტატიააფხაზეთი „პროვოკაციების“ მოლოდინში