NDI საზოგადოებას კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო დღეს მედიას ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს.

პრეზენტაციაზე საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნებთან, პარლამენტისადმი მოლოდინებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მიგნებებს გააცნობენ.

კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო აფინანსებს.

banner
წინა სტატიაშირუსული ბომბდამშენები სირიიდან ბრუნდებიან
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ესპანეთის მეფეს შეხვდა