NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი : ,,კვლევისას ძირითადად ფოკუსირება ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე გაკეთდა”

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი ამბობს, რომ კვლევისას ძირითადად ფოკუსირება ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე გაკეთდა.

მისი თქმით, მათი რაოდენობა ამ დრომდე დიდია და ისინი გაცილებით ნეგატიურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის განცხადებით, კვლევის შედეგების მიხედვით, მთავარ პრობლემად ქვეყანაში კვლავ ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა რჩება.

“სამუშაო ადგილები პირველ ადგილს ინარჩუნებს მნიშვნელოვან საკითხებს შორის. ჩამონათვალის პირველი ხუთეული კვლავ უცვლელია და ასე გამოიყურება: სიღარიბე, ფასების ზრდა ინფლაცია, ტერიტორიული მთლიანობა. შევეცადეთ ამ კვლევაში ფოკუსი გაგვეკეთებინა გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე, რადგან მათი რაოდენობა კვლავ დიდია. ისინი გაცილებით ნეგატიურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და მნიშვნელოვანია ასეთ ამომრჩეველთან მუშაობა გაგრძელდეს,“-განაცხადა ლორა ტორნტონმა.

რაც შეეხება საგარეო კურსს, ლორა ტორნტონის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა კვლავ მყარად განაგრძობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის მხარდაჭერას.

banner
წინა სტატიაშიდიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძული შემცირდება
შემდეგი სტატიამოსამართლე ლალი ფაფიაშვილის თქმით, მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა