“NDI – ს კვლევების შედეგებზე ბევრი ვიცინეთ”

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ NDI- ს კვლევები არის პოლიტიკურად მოტივირებული, ტენდენციური, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ მიზანმიმართული პროპაგანდისტული ვექტორი გააჩნია.

 

გამზარდია აცხადებს, რომ NDI იყენებს ე.წ. აუდიტორიის (სამიზნე ჯგუფების) SWOT ანალიზით მიღებული მაჩვენებლებით საზოგადოების სისუსტეებზე ზემოქმედების ხერხებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ NDI აქტიურად იზღვევს თავს, როდესაც პასუხებში აქტიურია “არ ვიცი”-ს, “არ უპასუხა”-ს მაჩვენებლები, რაც უქმნის ნიღაბს არატენდენციურობის კუთხით.
“მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ NDI-ს კვლევები არის პოლიტიკურად მოტივირებული, ტენდენციური, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ მიზანმიმართული პროპაგანდისტული ვექტორი გააჩნია, მეორე მხრივ, თავად იქმნის ნიღაბს ასევე გარე პოზიციონირების კუთხით და მესამე, საზოგადოებაში ქმნის ერთ პროპაგანდისტულ სივრცეს, სადაც არსებითი პოზიციონირების შესაძლებლობას მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისათვის” ქმნის. NDI-ს კვლევების შედეგებზე ბევრი ვიცინეთ, თუმცა, ამ სიცილში მოცემული კვლევების სერიოზულ მიზნებზეც უნდა ვისაუბროთ”,-აცხადებს გამზარდია.
banner
წინა სტატიაში,,ყველაზე კარგი ინდიკატორი ხალხისათვის საკუთარი მაცივარი და ჯიბეა”
შემდეგი სტატიაანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება