NDI-ს გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 58% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს.

კითხვას, ამ ორი მოსაზრებიდან რომელს ეთანხმებით, საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრინდეს თუ ევროკავშირში – რესპოდენტთა 58%-მა უპასუხა, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრინდეს, 24%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს. 8% არცერთს არ ეთანხმება, 8%-მა აღნიშნულ კითხვაზე პასუხი – არ ვიცი გასცა.

NDI-ის გამოკითხვა 17 ნოიმბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში ჩატრადა და ქვეყნის მასშტაბით 1881 ადამიანი გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშიNDI-ს გამოკითხულთა 33% თვლის, რომ არჩევებში “ქართულ ოცნება” გაიმარჯვებს
შემდეგი სტატიაNDI-ის გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს, არც ერთი პარტია არ დგას