NDI პარტიების რეიტინგების პრეზენტაციას 29 ივლისს გამართავს

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსიტუტი – NDI პარტიების რეიტინგების შესახებ ახალი კვლევების პრეზენტაციას 29 ივლისს გამართავს.

27 ივლისს კი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და „CRRC–საქართველო“ მედიას 2016 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

„27 ივლისის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, მედიასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული მიგნებები“, – ნათქვამია NDI-ის საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: “ქართული ოცნების” ახალ სახეებს რუსეთში ბიზნეს კავშირები აქვთ
შემდეგი სტატიააფხაზეთის ე.წ მთავრობას და გენპროკურორს გადააყენებენ