NDI – მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატოს წევრი გამოკითხულთა 69%-სთვის მისაღებია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69 პროცენტისთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატოს წევრი მისაღებია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21 პროცენტი აცხადებს, რომ ეს მიუღებელია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57 პროცენტი მიიჩნევს, რომ ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, წინასაარჩევნო პერიოდი და პარტიების მხარდაჭერა – ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგებსეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი -NDI აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშისლოვენიამ ერთსქესიანთა ქორწინების უფლება გააუქმა…
შემდეგი სტატია“პორტა-ბათუმი თაუერი”-ს მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ