NDI-ის კვლევის მიხედვით , 2012 წლის არჩევნების შემდეგ 51% – მდგომარება არ შეცვლილა, ხოლო 17% – უკეთესად

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ფიქრობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ის და მისი ოჯახი უარესადაა, 51% – მდგომარება არ შეცვლილა, ხოლო 17% – უკეთესად.

2016 წლის მარტის კვლევაში 42% უარესად გრძნობდა თავს, 10% უკეთესად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის განცხადება ნარკოტესტირებაზე იძულებით გადაყვანილ ლ.-ო.-ს შემთხვევასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაევროკომისია ერდოღანს პასუხობს